რეზონანსი
09.03.2019

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი, ნიკა გვარამია ასეთი სახის მიმართვას აქვეყნებს:

"დღეს, ჩემი ოჯახის სასაფლაოზე დავმარხეთ ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი უსაყვარლესი მალტეზი კოკო. მე არ ვიცი, რატომ უტოვებენ კატებს მილიონებს, მაგრამ ჩემს უსაყვარლეს კოკოს გავაყოლეთ დიდი სიყვარული და დიდი ტკივილი. შეიძლება გამიჭირდეს ახსნა, მაგრამ ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ასეთი სტრესი იშვიათად გადამიტანია მეც კი, ძალიან სტრესული და მძიმე ცხოვრება გამოვლილ ადამიანს.

ბოდიში ყველასთან, მაგრამ უნდა ავიღო ტაიმაუტი, ადეკვატურობა რომ დამიბრუნდეს. ამ მდგომარეობაში ძალიან გამიჭირდება რაიმეს გაკეთება.

 დროებით გემშვიდობებით და ვტოვებ ჩემი საყვარელი ბიჭის ფოტოს. კარგად მამიკო და ბოდიში, რომ ვერ გადაგარჩინე. ძალიან ძალიან მიყვარხარ და ძალიან ძალიან მომენატრები, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს", - წერს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×