რეზონანსი
09.03.2019

 (რეზონანსი) ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს, რის შედეგადაც 30 წლამდე მამაკაცი დაჭირა.

ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ბათუმელების" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება არ შესულა და პოლიციამ გამოძიება ნატყვიარი ავტომობილის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×