რეზონანსი
09.03.2019

 (რეზონანსი) ექსპერტი გია ნოდია მმართელ გუნდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"ეკა ბესელიას ბევრ რამესთან მოუწევს შეგუება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ის ახლა ნაციონალია. ყოფილი თანაგუნდელების თვალში ასეა, თვითონ ის (ან თუნდაც ნაციონალები) რა ფიქრობენ, მნიშნელობა არა აქვს.

ირაკლი კობახიძემ ეს რომ უთხრა, ძალიან გაბრაზდა - როგორ გამიბედაო. მერე ღარიბაშვილი დაბრუნდა და იგივე უთხრა. ესე იგი ასეა: ბიძინასთვის ის ნაციონალებთან გათანაბრდა და მორჩა. (ნაციონალების მარიონეტი იგივე ნაციონალი არაა?)

გასაკვირია, რატომ უკვირს: როცა თვითონ იყო ჭეშმარიტი „ოცნება", ყველას, ვინც მისი პარტიის ხაზს არ ეთანხმებოდა, „ნაციონალს" (ან ნაციონალებთან შეკრულს, ნაციონალების თამაშის მოთამაშეს და ა. შ.) ეძახდა. ახლა შემოუტრიალდა. არაფერი პირადული, მხოლოდ პოლიტიკა", - წერს ნოდია ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×