რეზონანსი
09.03.2019

 (რეზონანსი) "ევროპული საქართველოს" წევრს დავით ნაფეტვარიძეს ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და იგი გადაყვანილია პალატაში.

ექიმის განცხადებით, ნაფეტვარიძეს მიყენებული აქვს დაზიანება თავის არეში ასევე ტვინის შერყევა და ამასთან აღენიშნება მარჯვენა ხელის ცერა თითის ამოვარდნა.

დავით ნაფეტვარიძეს თავს ცოტა ხნის წინ იპოდრომთან დაესხნენ. ნაფეტვარიძე ინციდენტის დროს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ნაფეტვარიძეს ადევნებულმა პირმა თავში ქვა ჩაარტყა და ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×