რეზონანსი
09.03.2019

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" ყოფიფილი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პრემიერი იყო, პოლიტსაბჭოს მუშაობა პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა.

"გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, როდესაც იგი პარტიის თავმჯდომარედაც იყო არჩეული და პოლიტსაბჭოს წევრიც იყო ოფიციალურად, პარტიული მუშაობა კიარადა, პოლიტსაბჭოს მუშაობა პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო მარტო გიორგი კვირიკაშვილის ბრალი. პარტია და მისი აპარატი, როგორც ასეთი, პირდაპირ გიორგი კვირიკაშვილისგან არ კონტროლდებოდა. აკონტროლებდა ის ხალხი, ვინც აკონტროლებს დღესაც. ეს არის უპირველესად აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე, ყველაზე მეტი გავლენა ჰქონდა მას.

ბევრი ცვლილებაც იყო აპარატში, ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ბევრი გაუშვეს, ზოგიერთი დაუმსახურებლად ჩემი აზრით. პოლიტსაბჭოც კი არ იკრიბებოდა. კი, ქრონოლოგიურად ემთხვევა ეს ყველაფერი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდს, მაგრამ იყო თუ არა მისი ბრალი ამაში, ამის თქმისგან ცოტა თავს შევიკავებდი. მაგრამ ის, რომ პარტიული მშენებლობა არ მიმდინარეობდა, ეს არის ცალსახა", - ამბობს კვაჭანტირაძე "ტვ პირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×