რეზონანსი
09.03.2019

 (რეზონანსი) სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულშია, მის აქამდე უცნობ ისტორიას ჰყვება. მან ამის შესახებ თოქ-შოუ "ფოკუსში" ისაუბრა.

"გლეხის ოჯახი ვიყავით. მამაჩემი ხის მოხელე იყო. დედაჩემი ბაღში მუშაობდა. სამი და მყავს. ბებია გვზრდიდა და ძალიან კარგად მახსოვს. როდესაც ბებია ცუდათ გახდა, დადაჩემა ორი წელი მოურა. ბებია გარდაიცვალა თუ არა დედა გახდა ცუდათ. მას სიმსივნე ჰქონდა. 90-იანი წლების პერიოდი იყო და არაფერი არ იყო. ღვთის ანაბარა დავრჩით და არ ვიცდოდით რა გაგვეკეთებინა. ქიმიო თერაპია ძალიან ძვირი ჯდებოდა, მაშინ სახელმწიფო პროგრამები არ მუშაობდა. აქედან გამოდინარე ყველაფრის დაფინანსება ჩვენ გვიწევდა. ამიტომ ყველაფერი გავყიდეთ, პიანინო, ჭურჭელი და აბსოლურუტად ყველაფერი. დედა ამ დროს ტიროდა, რადგან ჩვენ ვყიდდით ყველაზე დიდი სიყვარულის დროს შენაძენ ნივთებს.

რამდენიმე თვე დედას ვპატრონობდი და ვერ ვიაზრებდი იმას, რომ უნდა გარდაცვლილიყო. მაშინ 17-18 წლის ვიყავი და ყველა მიმალავდა დედას სიმსივნე, რომ ჰქონდა. დედას და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მამამ ვერ გაძლო დედის გარეშე და მან ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. სადაც დედა გარდაიცვალა ზუსტად იქ დაიღუპა მამაც", - ამბობს ლადო აფხაზავა თოქ-შოუ "ფოკუსში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×