(რეზონანსი) იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება და იმ სავარაუდოდ უწყებებს ასახელებს, სადაც შესაძლოა წულუკიანმა გადაინაცვლოს.
"საინტერესოა, თუ მიდის ამ თანამდებობიდან, რომელსაც "ქოცნების" მოსვლიდან შეუცვლელად იკავებდა, რატომ და სად?.. სად შეიძლება რომ წავიდეს? უზენაესი სასამართლო, ელჩი, სხვა სამინისტრო, თუ სად? ვერსია უამრავია. ცხადია, თუ მიდის. რას ფიქრობთ, რატომ? სად შეიძლება რომ ვიხილოთ?", - წერს ფეისბუქზე გია აბაშიძე.
იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა "პირველი რადიო" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ წულუკიანი პოტს მომავალ კვირაში დატოვებს.