რეზონანსი
09.03.2019

 (რეზონანსი) მერიის საწყობი, სადაც მოქალაქეების პირადი ნივთები, ავეჯი და ტექნიკა ინახებოდა, გაძარცვეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

დაზარალებულია ის ხუთი ოჯახი, რომელიც თბილისის მერიამ, თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკუთარი სახლებიდან ქირით გაიყვანა. მათი ნივთები კი მერიის საწყობში ინახებოდა.

საცავში მისულებს საწყობი გაძარცვული, შენობაში კი იძულებით გადაადგილებული პირები დახვდნენ.

ადგილობრივები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

„უნდა დასრულებულიყო 2013 წელს, 2012 წელს გაგვასახლეს, 10 დღე მეძინა სიონის ბაღში, სანამ ბინას ქირით ვიშოვიდი. გაძარცვულია ყველაფერი. ლტოლვილები შეუშვიათ. რომ ვკითხეთ, ვინ შემოგიშვათო, გამგეობამ შემოგვიშვაო," - განაცხადადა დაზარალებულმა ნოდარ ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×