რეზონანსი
09.03.2019

 (რეზონანსი) ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"როდესაც პარტიიდან მიდიან, შეგიძლია აკრიტიკო იმაზე, რაც არ მოგწონდა და რის გამოც წამოხვედი, მაგრამ უკადრისია კულუარების გამოტანა დაიწყო. პირველი იმიტომ რომ, რაზეც თავის დროზე ჩუმად იყავი, შენც ხარ პასუხისმგებელი, მეორე რომ მტრობასაც და გადამტერებასაც

თავის ზნეობრივი წესები აქვს და არის რაღაც, რაც არ უნდა გამოიტანო, მითუმეტეს როდესაც თავადაც იგივეს აკეთებდი, მესამე კიდევ იმიტომ რომ გუნდიდან წასვლის შემდეგ შინაარსზე უნდა ედავო და არა ჭირ-მართლის სადაოობაზე.

მაგალითან, "ნაციონალური მოძრაობა" რომ დაიშალა, არ მახსენდება "ევროპული საქართველოს" წევრებს კულუარების გამოეტანათ, ედავებოდნენ ყოფილ თანაგუნდელებს, აკრიტიკებდნენ, მაგრამ რაღაც ხაზის იქით არასდროს გადადიოდნენ.

ყველაფერს თავის დაწერილი თუ დაუწერელი წესი აქვს, მეგობრობასაც, გუნდურობასაც, კოლექტივიზმსაც, ოპონირებასაც, მეტოქეობასაც, მტრობასაც.

აკრიტიკეთ შინაარსზე, გადაწყვეტილებებზე, ბევრ რამეზე, თუ გსურთ უმტრეთ, მაგრამ რაღაც ხაზებს ნუ გადააბიჯებთ ან დროულადვე გამოთქვით.

პ. ს. ვინმე თუ თქვენ კამერასთან მუშაობას ან საჯარო გამოსვლას გასწავლიდათ, მაგაზე მადლობა უნდა იძახოთ ახლაც, მაკომპრომეტირებელ ელფერს კი არ უნდა აძლევდეთ", - წერს გამზარდია ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×