საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების დამფუძნებელი და ამავე საზოგადოების თავმჯდომარე, თეიმურაზ წიქორიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ თავმოკრულ ტომარაში პატარა ლეკვებია ჩაყრილი და სანაგვეზე გადაყრილი. ცხოველები უჰაერობისგან იტანჯებიან:
"ვინმემ არ თქვას ახლა, რომ ამის გამკეთებლისთვის ან ჯარიმა, ან შინაპატიმრობა, ან თუნდაც 3 წლით ციხეში ჯდომა არის საკმარისი! ამის გამკეთებელი ამ ფიწლით ანდა დაჩხვლიტო, არ მოკლა, მერე ტომარაში ჩააგდო, მავთულით თავი წაუკრა და სანაგვეზე გადააგდო, ოღონდ იმ პირობით, რომ მას არავინ დაეხმაროს!
ამის გამკეთებელი არა მარტო ცხოველისადმი, არამედ ადამიანისადმი არის საშიში!", - წერს წიქორიძე.