რეზონანსი
08.03.2019

 (რეზონანსი) კომპანია "ზეარის" დამფუძნებელი, გოჩა ფიფია მთავრობის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა.

როგორც ფიფიამ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება არსებული ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულონ.

"თავისუფლება მოპოვებული ბიზნესი დღეს ბიუჯეტში თანხებს იხდის. ადამიანები, რომლებიც გაიძახიან, რომ დღეს ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება, ჩემთვის ისინი, ყველა შემთხვევაში, ან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან ან არაკანონიერად ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ცდილობენ, ხელისუფლება იქით დაადანაშაულონ. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ, რომ ასეთი ბრალდებები გააჟღერონ. მათი უმრავლესობა დღეს ციხეში უნდა იჯდეს და სასჯელს იხდიდეს", - განაცხადა გოჩა ფიფიამ "კვირასთან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×