რეზონანსი
08.03.2019

 (რეზონანსი) „ქეთი მელუა კვლავ მარტოა?" ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „მედიამასი" იუწყება, რომ ქეთი მელუა და ჯეიმს თოსლენდი გაიყარნენ. სხვათა შორის, მედიაში წყვილის დაშორების შესახებ დიდი ხანია ჭორაობენ. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მოტომრბოლელისა და მომღერლის წყვილს ერთად ვეღარსად ხედავდნენ.

გასული წლის შემოდგომაზე ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო "ტელეგრაფში" მომღერლის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ის დეპრესიაზე საუბრობს. ქეთი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა მინორულ განწყობაზე. ძველებურად აღარ უბრწყინავდა ლამაზი თვალები.

„დეპრესიით ნამდვილად ვიტანჯებოდი, ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა. პარანოია მქონდა. ღამ-ღამობით ქრონიკული კოშმარები მიტევდა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც აპოკალიფსურ ფილმებშია. ორი კვირა რეაბილიტაციის ცენტრშიც დავყავი. საერთო ჯამში ერთი წელი ჰიპნოთერაპიის სესიებში გავატარე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გვარში ფსიქიკური აშლილობის პრობლემები არ გვაქვს" - პრესასთან ქეთი გულახდილად საუბრობს.

2014 წელს მან „პრაიმტაიმს" ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობდა, რომ არ იცის ქმართან ერთად როდის ეწვევა სამშობლოს.

„ჯეიმსს ახლახან ჰქონდა კონცერტი. ერთ ძალიან ცნობილი ფესტივალზე გამოვიდა, სადაც როკერები უკრავენ ხოლმე. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. ორივე სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვქმნით, მე ფოლკმუსიკას, პოპს, ჯეიმსი - მძიმე როკს.

- სპორტს შეეშვა?

- არ იცით? ჯეიმსს თავი უნდა დაენებებინა სპორტისთვის, რადგანაც მან მაჯა დაიზიანა და ვეღარ აგრძელებს მოტომრბოლელის კარიერას. ორი წელია ასეა და მუსიკაში ამიტომ მოღვაწეობს. ძალიან უყვარს მუსიკა.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×