(რეზონანსი) ცნობილი ხდება გლდანში ავტომობილის გატაცებისას მძევლად აყვანილი კიდე ერთი პირის ვინაობა. ის მირანდა გერაძეა. ახალგაზრდა ქალი გლდანის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
პოლიციის განყოფილებასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა მირანდა გერაძის ნათესავი. მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც გამტაცებლებმა მძევალი ქალი მანქანიდან გადმოაგდეს, მირანდა გერაძემ მას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავა.
შეტყობინებაში ის ყვებოდა, რომ ის და ზურაბ ბერიკაშვილი "სუბარუს" მარკის ავტომობილში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შეიარარებული პირები დაესხნენ თავს და გაკოჭეს. გოგონა მანქანის სალონში, მამაკაცი კი საბარგულში იყო დამწყვდეული.
მირანდა გერაძის ნათესავის ინფორმაციით, ხმოვან გზავნილში გოგონამ ისიც თქვა, რომ გამტაცებლებმა ავტომობილი დაწვეს და მიიმალნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელებმა „სუბარუს" მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.
"პრაიმტაიმი"