რეზონანსი
08.03.2019

 (რეზონანსი) „ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„შეგეხოთ პატივცემულო ბიზნესმენებო „მგუდავის" მსახვრალი ხელი? ლოგიკურია! რადგანაც თქვენ (წინამორბედებთანაც ასე იქცეოდით) ფეხქვეშ გაეგეთ, აფინანსებდით, აძლიერებდით, მასთან ჩალიჩობდით, რათა მიგეღოთ პრივილეგიები, გამოგეხრათ ბიუჯეტი, მიგეტაცებინათ ქვეყნის სიმდიდრე, შეგექმნათ მონოპოლიები და გაგეძარცვათ მოსახლეობა.

ქართველმა ხალხმა თავისი თავდადებული ბრძოლით, შრომითა და თავგანწირვით მოიპოვა თავისუფლება, მათ შორის თქვენთვის, რომ თავისუფლად და კეთილსინდისიერად გეკეთებინათ ბიზნესი ამ ქვეყანაში. თქვენ კი რითი გადაუხადეთ? უმადურობით. თქვენ ხალხი მონობისთვის, სიღატაკისთვის და უსამართლობისთვის გაწირეთ. შესაბამისად იმ მამონას მსხვერპლი ხდებით ვისაც დაემონეთ და ემსახურებით", - წერს გუგავა ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×