რეზონანსი
08.03.2019

 (რეზონანსი) ავტომობილი, რომლითაც "საქართველოს ბანკის" გლდანის ფილიალზე ბრალდებული გადაადგილდებოდა, ვარკეთილში მცხოვრებ, 30 წლის ზურა ბერიკაშვილს ეკუთვნის, რომელიც გუშინ გვიან ღამით გლდანში მძევლად აიყვანეს.

ის, სავარაუდოდ, მთელი ღამე საკუთარი მანქანის საბარგულში გაკოჭილი იმყოფებოდა. ბერიკაშვილი ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზეა.

„პრაიმტაიმს" ბერიკაშვილის დედა ესაუბრება, რომელმაც თქვა, რომ მისი ვაჟი სახლიდან გუშინ ღამით მანქანით გავიდა.

„ის გლდანში მეგობართან აპირებდა წასვლას. სახლში აღარ დაბრუნებულა. აღმოჩნდა, რომ გატაცებული იყო. ტელევიზიიდან გავიგეთ, რაც მოხდა. მოგვიანებით კი დაგვირეკეს, რომ ჩვენი მანქანა გატაცებული ჰყავდათ. მეტი ჩვენც არაფერი ვიცით ახლა დაკითხვაზე ჰყავთ ჩემი.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×