რეზონანსი
08.03.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანში, „საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მძევალი აიყვანეს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით „ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×