რეზონანსი
08.03.2019

 (რეზონანსი) დეპუტატი ემზარ კვიციანი გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, პირველ კომენტარს აკეთებს:

- გუშინ „პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე უნდა ვყოფილიყავი, სიტყვითაც უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ მაღალი სიცხე მქონდა, 39 გრადუსი - ვირუსის მეორე დღე და ვერ შევძელი წასვლა. ტელეფონში Live-ს ვუყურებდი, ობიექტივის ჟურნალისტს, გიორგი კასრაძეს ვწერდი, რომ მომებოდიშებინა და უცებ მე თვითონ აღმოვჩნდი თურმე Live-ში

- სიცხის გამო გქონდათ თავზე პირსახოცი წაკრული? სველი იქნებოდა ალბათ...

- არა, თავი მტკიოდა ძალიან და ამიტომ მქონდა შეხვეული.

- რა რეაქცია გქონდათ თავად, როცა აღმოაჩინეთ, რომ ასეთ კურიოზულ მდგომარეობაში ამოჰყავით თავი?

- რა რეაქცია უნდა მქონოდა... ჩასაფრებული არიან ბოტები, თუ რაღაცეები.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×