რეზონანსი
08.03.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისას, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა.

„იყო ყაჩაღობა. მოხდა გასროლა, არავინ დაშავებულა", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" შსს-ში, თუმცა უწყებაში სხვა კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკის" ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა, რის შემდეგად ცეცხლი გახსნეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა მიაწოდა.

ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათ სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

შემთხვევა გლდანის მე-6 მიკრორაიონში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×