რეზონანსი
08.03.2019

 თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა მიაწოდა.

ადგილზე მყოფის ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათ სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

„ისმოდა სროლის ხმა. დაცხრილულია საპატრულო პოლიციის მანქანა“, - აცხადებს თვითმხილველი.

შემთხვევა გლდანის მე-6 მიკრორაინში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×