რეზონანსი
08.03.2019

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, დაახლოებით ერთი თვის ხელფასი, მისი მეუღლის, მთელი წლის ხელფასის ოდენობისაა.

როგორც შს მინისტრის მიერ,  01.06.2018-ში შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, გახარიამ, თავისი შს მინისტრობის პირველი თვის და რამდენიმე დღის მანძილზე 10 127,57 ლარი მიიღო, ხოლო, მისმა მეუღლემ, მარიკა ფანცულაიამ, რომელიც დეკლარაციის შევსების დროს "ავერსის" ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგად მუშაობდა, მთელი წლის მანძილზე - 13 502,12 ლარი.

აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წლის იმავე პერიოდში, გახარიას მოადგილეების გასამრჯელო, მინისტრის შემოსავალზე,  თითქმის ორჯერ მეტი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×