რეზონანსი
08.03.2019

 ნანა ბერიაშვილი 8 წლის სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო, გორის მე-5 საჯარო სკოლის საუკეთესო მოსწავლე. 2018 წლის 25 ოქტომბერს ოჯახმა ცეკვაზე გაუშვა, სამწუხაროდ, უკანასკნელად. ბავშვი უკან ვეღარ დაბრუნდა. მეორე დღეს მშობლებს მისი ცხედარი მიუსვენეს.

"ჩემი თვალით ვნახე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული. პოლიციამ ახლოს აღარ მიმიშვა. მაშინვე მთელი პერიმეტრი დაკეტეს. ვინც ბავშვი იპოვა, მან მითხრა, რომ ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული. ბავშვი, როგორც ძაღლი, ისე მოგვიგდეს. დაღამებას ელოდებოდა და მკვდარი მერე მოიტანა. ჩვენ აქ შუადღის 4 საათზე მოვედით, მაგრამ ბავშვის გვამი არ გვინახავს. მკვლელმა რომ გაიგო, ძაღლი უნდა მოეყვანათ, ის ყველაზე მეტად აქტიურობდა", – ყვება მოკლული ბავშვის პაპა, ხვიჩა ბერიაშვილი.

მომხდარს იხსენებენ ოჯახის ახლობლებიც:

"სავარაუდოდ, ფსიქიკურად გაწონასწორებული არ უნდა იყოს. როგორ შეიძლება 34 წლის კაცს სურვილი გაუჩნდეს, 8 წლის ბავშვს უთვალთვალოს და შემდეგ ის სახლში შეტყუებით ან თუნდაც იძულებით შეიყვანოს?! თვალწინ მიდგას, რა ტანჯვას და წამებას გაივლიდა პატარა ნანა, ვიდრე მას მოკლავდა და რა შიშს გამოსცდიდა ამ სასტიკი და ჯალათი კაცის მეთვალყურეობის ქვეშ.

ცხედარს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ წარბთან აქვს ჩარტყმული, ცხვირთანაც. ასევე თოკით მონახრჩობი ეტყობა ყელზე. მწვანე ცელოფნით იყო დახრჩობილი", – ამბობს ადგილობრივი თეონა ნამიჭეიშვილი.

(სარკე)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×