რეზონანსი
07.03.2019

4 წლის გოგონას დედამ, ლელა ქსოვრელმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილვაზე უარი განაცხადა. საქმის პროკურორის ლევან ჟორჟოლაძის თქმით, დედა შვილზე სისტემატიურად ძალადობდა, რასაც გარდაცვლილ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ადგილებზე დაზიანებები ადასტურებს.

„დაზიანებების სიმრავლე და მათი განლაგება სხეულის ყველა ნაწილში, ჩვენი და ექსპერტიზის მოსაზრებით, გამორიცხავს ერთჯერადი დაცემის შედეგად დაზიანების მიყენებას ამასთანავე, დასკვნის მიხედვით, სიკვდილის დადგომამდე, მოკლე პერიოდშია მიღებული ეს დაზიანება. არასრულწლოვანს არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული, რომელთა ხანდაზმულობაც სხვადასხვაა. მათ შორის არის, 4-5 დღის, ასევე 8-9 დღის დაზიანება. ამიტომ ლელა ქსოვრელს არა მარტო ერთჯერადი მძიმე დაზიანების მიყენებისთვის აქვს ბრალი წაყენებული, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სისტემატიური ძალადობისთვისაც, რაც არასრულწლოვნის მიმართ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლელა ქსოვრელის პროცესი სრულად დაიხურა. შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×