რეზონანსი
07.03.2019

 (რეზონანსი) „ნიუპოსტისთვის" ცნობილი გახდა, რომ ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებულია ომარ ხუხუა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს მოქმედი თანამშრომელია.

როგორც "ნიუპოსტს" სანდო წყარო უყვება, 55 წლის ხუხუა აფხაზეთიდან დევნილია და ზუგდიდში ცხოვრობს.

შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის დაკავების ფაქტი შს სამინისტროში "ნიუპოსტს" ოფიცილაურად დაუდასტურეს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. 1964 წელს დაბადებული ო.ხ. არის ომის ვეტერანი, ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული"- აღნიშნეს ჩვენთან საუბარში შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×