რეზონანსი
07.03.2019

 (რეზონანსი) ქართულ ოცნებაში" პრემიერი საგანგებო თათბირს მართავს. მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

"ოცნების"წევრები საუბრის თემაზე არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, როსტომ მეფის სასახლეში ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიოკაში დაბრუნება და პარტიაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გამართულ შეხვედრას არ დასწრებია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ადასტურებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი სამთავრობო ცვლილებებზე იყო. რევაზ არველაძე ირწმუნება, რომ შეხვედრაზე განათლების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„არის ახალი წინადადებები განათლების ხარისხის თვალსაზრისით, რომ ძალიან ჩამორჩენილი ვართ. საქართველოს საზოგადოება არის ძალიან ჩამორჩენილი,"-აცხადებს რევაზ არველაძე.

 

 

"ნიუპოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×