რეზონანსი
06.03.2019

 ბაკურიანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

"დაბა ბაკურიანში ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ძმას 1989 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×