რეზონანსი
06.03.2019

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაქორწინდა. მეთერთმეტე კლასელი გოგონა ცოლად 18 წლის ბიჭს გაჰყვა. გოგონას სწავლა არ შეუწყვეტია. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მან განათლების სამინისტროს აცნობა.

"ჩვენ მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენეთ განათლების სამინისტრო. გოგონას სწავლა არ შეუწყვეტია, ის კვლავ ჩვენ სკოლაში, მე - 11 კლასში სწავლობს", - განუცხადა რადიო "მოზაიკას" სკოლის დირექტორმა.

სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მან მოგვიანებით შეიტყო. "18 წლის ბიჭს გაჰყვა ცოლად. კვლავ სკოლაში სწავლობს და არანაირი პრობლემა არ შექმნია", - ამბობს რწმუნებული.

საქართველოს კანონმდებლობით, 18 წლამდე მიუღწეველ პირთან ქორწინება ნებადართული არ არის. 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სქსობრივი კავშირი კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×