რეზონანსი
06.03.2019

 მწერალი ლაშა ბუღაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"ვინმე ღარიბაშვილის "დაბრუნება" მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს (ანკი მართლაც ვინაა, განსაკუთრებულ რამეს რომ ნიშნავდეს): ივანიშვილის წასვლას. ასეთ უიღბლო პოლიტიკურ ფრანკენშტაინებს ხომ მაშინ გამოიხმობენ ხოლმე, როცა აწმყო ეცლებათ ხელიდან. არაფორმალური მმართველი ახლა ისტორიულ ჩიხში აღმოჩნდა და მისი პოლიტიკური საათის ისრები არა წინ, არამედ უკან მიიწევს, თუმცა რაკი ის ხელისუფლების მფლობელის ჩვეული ისტერიკით ეპოტინება ძალაუფლებას, როგორც ჩანს, მანამდე არ გაეცლება ქართულ პოლიტიკურ ველს, სანამ მოგლეჯილი ხეებისგან შეკრული ბირნამის ტყე არ დაიძვრება მისკენ. დროსთან ომი 100 დღით დაბრუნებულ ნაპოლეონს ვერ მოუგია და ეჭვი მეპარება, აუხსნელად მოყვანილ-გაგდებულ-ისევ მოყვანილმა ჰაკიმ-ფაშამ მოუხერხოს რამე..." - წერს ბუღაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×