რეზონანსი
06.03.2019

 (რეზონანსი) თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილს ეხმაურება, რითიც "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მუქარაში ადანაშაულებს.

ოქრუაშვილს სკანდალურმა წერილმა ჯანსუღ ჩარკვიანის ექსპრომტად დაწერილი ლექსი გაახსენა.

"გახარიას წერილზე გამახსენდა. 2002 წელია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვარ და ხშირად მიწევს პარლამენტში ყოფნა. ერთი დღეა, დარბაზში შევედი, სხდომა დაწყებული ჯერ არაა, მაგრამ აყალმაყალი დამხვდა. შევიჭერი ჩოჩქოლის შუაგულში და რას ვხედავ, ნესტან კირთაძე პუტავს ვან ბაიბურთს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ბაიბურთი დამტვრეული ქართულით რაღაცას უარობდა, მაგრამ ნესტანი მაინც ჯირყვნიდა.

მანამდე კი ასე დაიწყო ყველაფერი. ჯანსუღ ჩარკვიანს ექსპრომტად ლექსი დაუწერია ქაღალდის ნაგლეჯზე: "ნესტან, ნესტან შენსა დღესა, შენი მკერდი აფრქვევს მზესა" რაღაც ამდაგვარი და ბოლოში ავტორად მიაწერა ვან ბაიბურთი და ნესტანის ადგილას მაგიდაზე დადო. მერე რაც მოხდა კი გითხარით, მაგრამ საწყალმა ბაიბურთმა გამაოგნებელი არგუმენტით დააშოშმინა ნესტანი. "ნესტანჯან ლექსი ცხოვრებაში არათუ არასდროს დამიწერია, არც წამიკითხიაო". ვითომ გახარიამაც არ იცის წერა-კითხვა?" - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×