რეზონანსი
06.03.2019

 მწერლისა და დრამატურგის ოტია იოსელიანის სახლს წყალტუბოში ბოლო დროს ბევრი ვიზიტორი ჰყავს. მწერლის გარდაცვალების შემდეგ იქ საცხოვრებლად მისი შვილი და შვილიშვილი გადავიდნენ. ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს იოსელიანების სახლში შეუძლიათ ადგილზე წარმოებული ღვინისა და თაფლის შეძენა. ახლახან ოტია უმცროსმა იქორწინა და საქორწილო ფოტოსესია სწორედ ბაბუის კარმიდამოში მოაწყო. მან „პრაიმტაიმს“ თავისი სიზმრის შესახებ გაუმხილა: 

 „რამდენიმე დღის წინ ბაბუა და ბებია დამესიზმრნენ, ძალიან გამოპრანჭულები იყვნენ და სადღაც მიდიოდნენ. მე ქორწილი მქონდა რამდენიმე დღის წინ და როგორც ამოვხსენი, სავარაუდოდ, ისინი იმიერში, იქ აღნიშნავდნენ ჩემს ბედნიერებას", - განუცხადა გამოცემას ოტია იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×