რეზონანსი
06.03.2019

 (რეზონანსი) ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის მეზღვაური გორში ბებიის სახლში გადმოასვენეს. დავით რაზმაძე ნაოსნობის დროს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ოჯახის ვარაუდით, ის მოკლულია.

ახალგაზრდა კაცს ლიბიაში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელიც ქართულ მხარეს გადმოეგზავნა.

„ექსპერტიზის დასკვნა არაბულ ენაზეა, ინგლისურად აქ გადათარგმნეს. გრამატიკულად გაუმართავია, აზრი ვერ გამოვიტანეთ. იძახიან, ბავშვი მოკლულია, მაგრამ როგორ, ვისგან, რა დროს არის დაღუპული, ამას არ გვეუბნებიან. ჩატარდა ექსპერტიზა თბილისში, რომლის შედეგები რამდენიმე თვეში იქნება ცნობილი. მიცვალებული ძალიან დაზიანებულია, წყლის კვალი ეტყობა" - განაცხადა „პრაიმტაიმთან" საუბარში გარდაცვლილის ბიძამ იაგო ცეცხლაძემ.

ახალგაზრდა მეზღვაურს ხვალ გორში კვერნაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

23 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას 7 იანვარს გაუჩინარდა, 21 იანვარს კი ქართველი მეზღვაური სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×