რეზონანსი
06.03.2019

 (რეზონანსი) ერთადერთი მოლოდინი მაქვს, სამუდამო უნდა მისცენ. ეს მოთხოვნა მხოლოდ მე არ მაქვს, მთელ საქართველოს აქვს, - ამის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ, გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მამამ, მიშა ბერიაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნამ ყველა შეკითხვას პასუხი გასცა. ბერიაშვილი დარწმუნებულია, რომ იაგო ნებიერიძე დანაშაულის ჩადენისას მარტო მოქმედებდა.

"სასამართლო გადაიდო, არაფერი განხილულა. ერთადერთი მოლოდინი მაქვს, სამუდამო უნდა მისცენ. ეს მოთხოვნა მხოლოდ მე არ მაქვს, მთელ საქართველოს აქვს, რომ სამუდამო მისცენ, თუ არადა, საერთოდ გამოუშვან, არც 14 და 15 წელი მინდა და არც არაფერი. როგორც მითხრეს, ყველაფერში მარტო მოქმედებდა. რასაც აკეთებდა, აცნობიერებდა ყველაფერს", - განაცხადა ბერიაშვილმა.

9 წლის გოგონას მკველელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე ბრალდებულის გამოუცხადებლობა გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×