რეზონანსი
06.03.2019

 (რეზონანსი) მამა პეტრე კოლხის განცხადებით, სოციალურ ქსელში ახალგაზრდები ძალიან აქტიურობენ და სხვადასხვა შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან.

"ძალიან ხშირად მწერენ. სოციალურ ქსელში 90 ათასზე მეტი გამომწერი მყავს. მთელი ერი მიცნობს, არა მხოლოდ აქ, საზღვარგარეთაც. გულწრფელად გეტყვით, პროვოცირებას არ ვახდენ და პასუხს არ ვცემ. მეტსაც გეტყვით, ტაძარში ზოგი იმიტომ მოდის აღსარებაზე, რომ მიმანიშნონ, შენთან ურთიერთობა მსურსო. საბაბია აღსარება, ვხვდები, ვეუბნები, არ ვარ ექიმი და თქვენ არ ხართ პაციენტი, რომელსაც მე ვუშველი-მეთქი.

ასევე მწერენ, თქვენ ახალგაზრდა ხართ, სიყვარული კი ღმერთს არ აუკრძალავსო. გოგოების ნაწილი სოციალურ ქსელში მწერს, რომ ჩემთან სექსი უნდათ. ამაზე ირიბად მიმანიშნებენ, მაგრამ ყველა მიხვდება, რომ ეს სურთს" - ამბობს მამა პეტრე "სარკესთან".

(ნიუპოსტი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×