რეზონანსი
06.03.2019

 ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა. ამ ფაქტს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გამოეხმაურა სხვადასხვა ორიგინალური გამონათქვამით, რომელთა შორის საინტერესო იყო ირაკლი ოქრუაშვილის რეპლიკა:

"ტიპმა ღარიბაშვილი დააბრუნა და მარიხუანის კანონპროექტს არ დააბრუნებს?" – ასეთი კომენტარი გააკეთა თავდაცვის ყოფიმა მინისტრმა ღარიბაშვილის მობრუნებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ მისი ამ ნაბიჯის მთავარი გზავნილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და პარტიის გაერთიანებაა. ღარიბაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად შესაძლო კენჭისყრის თაობაზე. უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებაზე საუბარს “ქართული ოცნების” ახალი პოლიტიკური მდივანი თავს არიდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×