რეზონანსი
06.03.2019

 "უკრაინაში, უახლოეს პერიოდში იქნება არჩევნები, რაც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. იქ ჩვენი ბედიც წყდება. წამყვანი კანდიდატი არის ვლადიმერ ზელენსკი. ამ ზელენსკიმ ასეთი იდეა წამოაყენა, რომ ჩავატარებ ინტერნეტგამოკითხვას და ხალხი ვისაც მისცემს ხმას, იმით დავაკომპლექტებ ჩემს კაბინეტსო" – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ "კავკასიის" ეთერით ისაუბრა და წინასწარ შედეგზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჩაატარეს უკრაინაში გამოკითხვა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე 70% აიღო მიხეილ სააკაშვილმა. ასე რომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნუ გამოვრიცხავთ, მიხეილ სააკაშვილი ვიხილოთ უკრაინის სახელმწიფოს პრემიერად და მერე ძალიან საინტერესო იქნება "ქართული ოცნების" ლიდერების ცხვირპირის დანახვა. ერთმანეთს გადაასწრებთ ფეხდაფეხ საზღვარზე, ფეხდაფეხ გადაასწრებთ", – დასძინა სანიკიძემ.

"შოკში ჩავარდებიან ნაღდად", – უპასუხა გადაცემის წამყვანმა დავით აქუბარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×