რეზონანსი
06.03.2019

 გოგონა, რომელმაც ბიძა ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს. ძალადობის ფაქტის გახმაურების შემდეგ, ოჯახიდან გაიყვანეს გოგონას მცირეწლოვანი ძმაც.

"გოგონა და ბიჭი გადაყვანილები არიან ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ბიძა, რომელსაც გოგონა ძალადობაში ადანაშაულებს, დეიდის ქმარია.  ის ბავშვების ერთ-ერთი მეურვე იყო, რადგან დეიდა და ეგ კაცი ამ ბავშვებს, ორი წელი უვლიდნენ. მას შემდეგ, რაც ბავშვების დედა სიმსივნით გარდაიცვალა", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".

წყაროს ცნობით, ბიძას ორ-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×