რეზონანსი
06.03.2019

 “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ნაციონალური მოძრაობისა და მისგან გამოყოფილი ცალკეული წევრების შესახებ გადაცემა “რეაქციაში "ისაუბრა და მათ დესტრუქციული ძალა უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა კითხვა, თუ როგორ მოხდა ამ პარტიის გაძლიერება, როდესაც მისი პრემიერად ყოფნის დროს მათი რეიტინგი მხოლოდ 7 პროცენტამდე იყო.

„ჩემ პერიოდში ამ დესტრუქციული ელემენტების რეიტინგი 6-7%-ზე იყო დასული. როგორ მოხდა, ბოლო სამ წელიწადში ამ ძალის რეანიმირება და გაძლიერება, როგორ აიღეს კიდევ ხმები. მე მქონდა ხისტი პოლიტიკა, გახსოვთ, ჩემ დროს მოხდა ამ დანაშაულების გამოძიება.

ეს ადამიანი კრიმინალები არიან, მათ შორის უგულავა და სხვები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები. მათ სასჯელი მოიხადეს, მოხდა ისე, რომ მათ ვადაზე ადრე დატოვეს საპატიმრო. ბევრი ახლაც იხდის სასჯელს ძალიან მძიმე სისხლიანი დანაშაულების გამო, მივუბრუნდები ჩემს უთანხმოებას განსხვავებულ პოზიციას, რომელიც მაშინაც მქონდა და ახლაც მაქვს, შეუძლებელია, ამ ადამიანების სწორ გზაზე დაყენება. ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, ჰუმანური ყოფილიყო, რათა მოხდარიყო საზოგადოების კონსოლიდაცია, მაგრამ ეს აღმოჩნდა შეუძლებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×