რეზონანსი
06.03.2019

 გლდანში, მესამე მიკრო-რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან. ამჟამად ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×