რეზონანსი
05.03.2019

“ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნდა, იყო ის, რომ ბევრი ჩვენი თავგანწირული ამომრჩეველი გავანაწყენეთ. ეს მოხდა ბოლო სამ წელიწადში" – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა “რეაქციაში”.

ამიტომ განაწყენებული ამომრჩევლების “შემობრუნებაც” მისი პარტიაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზია.

“ბევრი ადამიანი გავანაწყენეთ და ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია, ჩვენ ამის რესურსი გვაქვს, როგორ მოვახდინოთ კონსოლიდაცია ჩვენი პარტიის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოცნების პოლიტიკურ მდივნად დღეს დაბრუნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×