რეზონანსი
05.03.2019

 “ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” მმართველი პარტიიდან ეკა ბესელიას წასვლა შეაფასა. 

“აუხსნელი იყო, სად წავიდნენ ეს ადამიანები, რატომ წავიდნენ პარტიიდან. ნუთუ ასე მოუგვარებელი პრობლემა იყო? ყველაფერი იყო პირადული, საბოლოო ჯამში ასე გავიგე მე, რომ პირადული იყო ეს კონფლიქტი. ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს, ამის გამო წავიდეს პარტიიდან, ეს ხომ აბსურდია. მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენი პირადი ინტერესები არასოდეს არ უნდა დავაყენოთ ქვეყნის და თუნდაც ამ შემთხვევაში პარტიის და გუნდის ინტერესებზე მაღლა. ეს არის ჩემი პოზიცია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×