ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” მოსამართლეების სკანდალზეც ისაუბრა და მათ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება:
"მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ამ შემთხვევაში უკვე როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომლის ჩართულობა იქნება, მონაწილეობა თუ თანამონაწილეობა მძიმე საქმეში, თუ ასეთი დასტურდება და არსებობს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოების მხრიდან, ამ კითხვებზე, ყველაფერზე უნდა იყოს პასუხი ამომწურავი, რომ საზოგადოების არც ერთ ფენას არ დარჩეს განცდა, რომ აქ რაღაც ისე არ არის.
თუ რაიმე შეკითხვა არსებობს, ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული. მე არ მინდა გვარებზე ვისაუბრო და არავის ადვოკატი არ ვარ. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ის ადამიანი საჯარო მოხელე, რომელიც სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას გაატარებს, იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში, ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ".