რეზონანსი
05.03.2019

 ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის ძირითადი მიზეზები ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა დამობრუნდა პოლიტიკაში, ანუ ის მიზეზები, რის გამოც, მას მოუწია დაბრუნება პოლიტიკაში. 

"ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წარმართულიყო და წასულიყო, ალბათ ის არ დაბრუნდებოდა დიდი ალბათობით და ასევე მეც. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერება. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, როგორც ჩვენი დამფუძნებლების, ანუ წინა მოწვევის პარლამენტის წევრების და ჩვენი თანაპარტიელების, პირველი თაობის ასე ვთქვათ, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება საბოლოო ჯამში. აი, ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა", - აღნიშნა "რეაქციაში" ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×