რეზონანსი
05.03.2019

"მე მაგალითად არ მჯეროდა, რომ ისეთი ადამიანების გამოსწორება, როგორიც სააკაშვილია და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებისა, შესაძლებელი იქნებოდა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "რეაქციაში", სადაც იგი 4-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ პოლიტიკურ განცხადებს აკეთებს,

"ყოველთვის ვიყავი და ვარ იმ აზრზე, რომ იმ ადამიანების გამოსწორება და გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენენა არის წარმოუდგენელი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს ჩაგრავდნენ. აღარაფერზე ვამბობ ომზე…

ყველა ნორმალურ სახელწმიფოში, რომლის ხელისუფლების დროს დაკარგავდნენ ტერიტორიებს, ასობით სოფლებს, ადამიანები დაიხოცებოდნენ, მათ უბრალოდ არათუ უფლება ექნებოდათ ხელისუფლებაში დარჩენის, არამედ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×