რეზონანსი
05.03.2019

 გადაცემა "რეაქციაში" ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით:

"ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ბუნებრივია და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერია, მით უმეტეს, ის ადამიანები გამიგებენ, ვინც ერთხელ უკვე იყვნენ პოლიტიკაში და გამოსცადეს მთელი ის თავისებურება, რომელიც ახლავს პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს და ზოგადად, ამ პროცესებს. ბუნებრივია, მე ვღელავდი, ვინაიდან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდში, რაზეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რის გამოც, ის დაბრუნდა პოლიტიკში და მეც პრინციპში, შემიძლია ვთქვა იგივე - ეს არის ის პრობლემები და ის მიზეზები, რის გამოც მეც დავბრუნდი პოლიტიკაში."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×