რეზონანსი
05.03.2019

 ჟურნალმა "ფორბსმა" 2019 წლის უმდიდრესი ადამიანების სია გამოაქვეყნა. აღნიშნულ სიაში საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი 4 900 000 000 დოლარის ღირებულების ქონებით მსოფლიოს 365-ე უმდიდრესი ადამიანია. 2018 წელთან შედარებით, “ოცნების” თავმჯდომარის ქონება 300 მილიონით არის გაზრდილი. 

ჟურნალს მოყვანილი აქვს ივანიშვილის ციტატა, სადაც ამბობს: "ადამიანს მილიარდები არ სჭირდება, 200 მილიონი დოლარი სავსებით საკმარისია. მას შემდეგ კი, ქონების მოპოვება უკვე სპორტია".

რაც შეეხება, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას, მის სათავეში წელსაც "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება 131 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. სიაში 96 მილიარდით მეორე ადგილზე ბილ გეითსი იმყოფება. მესამეა უორენ ბაფეტი - 82 მილიარდი დოლარით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×