რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზრ 45 წლის მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი, სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა რა დროსაც მას დენმა დაარტყა, რაც სავარაუდოდ მისი დაღუპვის მიზეზი გახდა.

"სასწრაფომ უკვე შემოიყვანა გვამი, შუახნის მამაკაცი, პაციენტს მიღებული აქვს ელექტროტრავმა, ელექტროშოკით, რამაც გამოიწვია სიკვდილი, სავარაუდოდ პაციენტი ადგილზე იყო გარდაცვლილი, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შემოყვანილი იქნება ჩვენს კლინიკაში", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ექიმმა მარინა კავთუაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×