რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გუბაზ სანიკიძე თვლის, რომ „ქართული ოცნების" დასამარების პროცესი გრძელდება.

„ივანიშვილი ტყეში დაკარგულ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ჰგონია, რომ წინ მიდის და სინამდვილეში დიდ წრეზე დადის. ივანიშვილმა ჯერ იმაზე უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ გაუშვა 2015 წელს ღარიბაშვილი. ახლა კადრების სიმცირე აქვს და ჰქონია, რომ ღარიბაშვილით მოიბრუნებს ხალხის კეთილგანწყობას. ივანიშვილი არის ჩვეულებრივი კოჭლი იხვი. გერმანიის კანცრლერი, ოტო ბისმარკი რომ მოიყვანოს, ისიც ვეღარ უშველის ამ სიტუაციას", - აცხადებს სანიკიძე.

სანიკიძის თქმითვე, ყველაფერი იქით მიდის, რომ ღარიბაშვილს უახლოეს მომავალში პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილავთ.

„სავარაუდოდ, ღარიბაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილავთ, მთაწმინდაზე აყრევინებენ კენჭს, გაიყვანენ და პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნავენ , მაგრამ ირაკლი კობახიძეს რას უპირებენ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს ექნება თავისი პირობები და მისი ქიზიყურ-კახური კლანი დაბრუნდება", - განაცხადა სანიკიძემ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

„2020NEWS"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×