რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, ფეისბუქზე მირზა სუბელიანის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"ერთი წელი! ორი წელი! სამი წელი! მე რამდენი წელი დავითვალო იქნებ ეგეც თქვა შენც და შენმა დამქაშებმა, რამდენ წელში ვნახავ შენი შვილის და შენი ნათესავებისგან მოკლულ შვილს. კაცი რომ ყოფილიყავი კაცურად მოიქცეოდი და აღიარებდი ყველაფერს. მაგრამ შენ და შენ გარემოცვას კაცობა სად გაგაჩნიათ, თქვენთვის კაცობა და ადამიანობა უცხო ხილია და ზუსტად ადასტურებ ამ ჩანაწერებში რაც ხარ.

არაერთხელ უწოდე საკუთარ თავს რაც ხარ! საკუთარ სიცოცხლეს დავთმობდიო რომ გაიძახი და ცდილობ უდანაშაულო ბატკანი გამოიყვანო თავი! სიამოვნებით დავთმობდი ჩემ სიცოცხლეს ჩემი შვილი რომ გადარჩენილიყო, მაგრამ შენმა შვილმა და მისმა დეიდაშვილმა წამართვა მისი სიცოცხლე. შენ და შენმა ოჯახმა წამართვა და უსაზღვროდ დამაშორა ჩემს შვილს.

შენ არავისთვის არ გაწირავ თავს, იმიტომ რომ ლაჩარი ხარ და ლაჩართა ხვედრი ღირსეულ ხალხთან ცხოვრება არაა! მე კი შენგან განსხვავებით ჩემი დაჩეხილი შვილისთვის არაფერი მენანება. არ მენანება საკუთარი თავი და არ მენანება არავინ. შენი შვილები ჰაერს სუნთქავენ, ჩემი უსულოდ მიწის ქვეშ ლპება. შეუთანხმდი სასტავს? მაგრამ გავიწყდება, რომ მე ჯერ ისევ ცოცხალი ვარ! და სანამ ცოცხალი ვარ არ მოგასვენებ არც შენ და არც შენ დამპალი თესლზე აღმოცენებულ შთამომავლობას.

შენ უნდა უყურო შენი თვალით რაც მოხდება და რა ბედი ელის შენს მიერ ხელდაფარებულ ახლობლებს ნათესავებს და ოჯახის წევრებს. შენ შენი შვილები შენივე ხელით მოკალი და ჩააძღლე. მალე დადგება დრო,შენივე ხელით როგორ გაინადგურებ მომავალს რომელიც უკვე აღარ გაგაჩნია. ვინმეს უნახავს დამპალ თესლზე საღი მოსავალი მოსულიყოს? დროის ათვლა დაწყებულია და მალე დასასრულის ზარიც დარეკავს!", - წერს ზაზა სარალიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×