რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე საქართველოში ჩამოასვენეს.

რაზმაძის ცხედარს ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, შემდეგ კი, გორში გადაასვენებენ.

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა. გემი ლიბიის ნავსადგურ მისურატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური ღამით გემბანიდან გაუჩინარდა.

ფაქტი 7 იანვარს მოხდა, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებმა მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეიტყეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად, დავით რაზმაძის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×