რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში მცხოვრებმა 30 წლის ახალგაზრდამ ა.ზ-მ თავი მოიკლა. შემთხვევა თბილისში, გუშინ მოხდა.

როგორც სოფლის რწმუნებულმა, ელზა ზაქარეიშვილმა "გურია ნიუსს" უთხრა, გარდაცვლილი ოჯახთან ერთად თბილისში იმყოფებოდა:

"რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობენ. ძალიან კარგი ბიჭი იყო და არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. გაოგნებული ვართ ყველანი.

არ ვიცით რა მოხდა, რატომ გადადგა ეს საშინელი ნაბიჯი. მხოლოდ ის ვიცით, რომ თვითმკვლელობის წინა დღეს თოკი აუღია სამრეცხაო ჰქონდათ და იქ მჭირდებაო.

გუშინ, ბავშვი წაუყვანია სკოლაში და უკან მობრუნების შემდეგ ჩამოუხრჩვია თავი. წერილი დაუტოვებია შვილისთვის," მამა, მაპატიეო" წერს", - აცხადებს "გურია ნიუსთან" ზაქარეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებმა თვითნკლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: gurianews.com

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×