რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლო დატოვა, სადაც ის ბანკის საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

ხაზარაძემ არ ისაუბრა წერილის შინაარსზე თუმცა თქვა, რომ შინაარსის შესახენ საგამოძიებო უწყება ინფორმირებულია.

„როგორც მოგეხსენებათ, გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით, ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი. ასევე გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×